ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2011 წლის 7ივნისი
ქ. ბოლნისი
სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ItL x Cx K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს;
გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:
ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით;
ბ) დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს.
გ) სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს – 5,472 ლარს;
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფასები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 2 (ამოღებულია)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე: ნოდარ საბიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
3. ძალადაკარგულია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.