„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-13
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.158.016043
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2011 წლის 7ივნისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში (სსმ, 04/04/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 5.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

№

ტერიტორია

საბაზისო

განაკვეთი

(ლარი)

 

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის

განაკვეთი

(ლარი)

 

1

ქ. ბოლნისში

0.24

0.38

0.0912

2

დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში

0.24

0.19

0.0456

3

სოფლები და დასახლებათა შორის არეალში

0.24

0.114

0.0274

 

„

     მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              ნ. საბიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია