„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-13
სარეგისტრაციო კოდი
020230000.35.158.016042
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 7ივნისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       მუხლი 1

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №16 დადგენილებაში (სსმ, 16/03/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა.ა) ქ. ბოლნისში 1 მ2-ზე – 4 ლარი;

ა.ბ) დაბაში 1 მ2-ზე – 2 ლარი;

ა.გ) სოფელში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე  1 მ2-ზე – 1 ლარი;

ა.დ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში 1 მ2-ზე – 2 ლარი.”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ნ. საბიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია