სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.006.530
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №403
2004 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები):
ა) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი”;
ბ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი”.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №768-სსმIII,№140, 02.12.2004წ., მუხ.1253
მუხლი 2.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) რეგიონალურ საბაჟოს „აღმოსავლეთი” – ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ახალგორის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, თიანეთის, ყორნისის, ჯავის, ცხინვალის, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონები;
ბ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი” – ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, წყალტუბოს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მესტიის რაიონები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №768-სსმIII,№140, 02.12.2004წ., მუხ.1253
მუხლი 3.
საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს აეროპორტებსა (აეროდრომებსა) და ღია პორტებში არსებული საბაჟოგამშვები პუნქტები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:
ა) საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი”, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,წითელი ხიდი”, ,,სადახლო”, ,,გარდაბანი”, ,,ახკერპი”, ,,გუგუთი”, ,,მტკვარი”, ,,ლაგოდეხი”, ,,სამთაწყარო”, ,,უდაბნო”, ,,საბათლო”, ,,ვაშლოვანი”, ,,ყაზბეგი”, ,,ვალე”, ,,ნინოწმინდა” – რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს”.
ბ) საბაჟო საგუშაგოები: „ბათუმის პორტი”, „ფოთის პორტი”, საბაჟო გამშვები პუნქტები: „სარფი”, „ბათუმის აეროპორტი”, „ქუთაისის აეროპორტი”, „სენაკის აეროპორტი” – რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთს”.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №768-სსმIII,№140, 02.12.2004წ., მუხ.1253
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №791-სსმIII,№143, 07.12.2004წ., მუხ.1289
მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №768-სსმIII,№140, 02.12.2004წ., მუხ.1253
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №791-სსმIII,№143, 07.12.2004წ., მუხ.1289
3. ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1765-სსმIII,№172, 22.12.2006წ., მუხ.2331