საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №300
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III , 2004 წ., №152 , მუხლი 1 38 9 ) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 21-ე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერ ა ტიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ; “.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ . სააკაშვილი