სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.454
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №262
2004 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამის დამტკიცების შესახებ
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა კვალიფიკაციის დასადგენად, საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების სრულყოფილად და მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით,
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა;
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №982-სსმIII,№117,07.10.2005წ, მუხ.1294
2.ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №822-სსმIII,№159,04.11.2008წ., მუხ.1594
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა
1. საქართველოს საგადასახადო სისტემა
საქართველოს საგადასახადო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობანი; საგადასახადო კანონმდებლობა, ინსტრუქციები, ბრძანებები და მითითებები; ვადების განსაზღვრა; ხანდაზმულობის ვადა; გადასახადის ცნება; საქართველოს საგადასახადო სისტემის პრინციპები; გადასახადის სახეები; გადასახადების დაწესების, შემოღების, შეცვლისა და გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
2. საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება; ეკონომიკური საქმიანობა; საქველმოქმედო საქმიანობა; რელიგიური საქმიანობა; დაქირავებით მუშაობა; საქონელი; მომსახურება; ფინანსური მომსახურება; საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა; ლიზინგი (ფინანსური იჯარა); გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები; ურთიერთდამოკიდებული პირები; საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი.
3. საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები
საწარმო; საქართველოს საწარმო და უცხოური საწარმო; საწარმოს საქმიანობის ადგილი; საწარმოს მართვის ადგილი; მუდმივი დაწესებულება; ორგანიზაცია; საბიუჯეტო ორგანიზაცია; საქველმოქმედო ორგანიზაცია; რელიგიური ორგანიზაცია; რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირის საცხოვრებელი და ფაქტობრივად ყოფნის ადგილი; მეწარმე ფიზიკური პირი; მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილი.
4. გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები
გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი; გადასახადის გადამხდელთა უფლებები; გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინეტრესების დაცვის უზრუნველყოფა; გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებები; გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წარმომადგენელი; საგადასახადო ორგანოებთან მიმოწერა.
5. გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება
ვალდებულებების დამდგენ ურთიერთობათა განხორციელება წერილობითი ფორმით; საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის, საგადასახადო აგენტისათვის, სხვა ვალდებული პირისათვის შეტყობინების გაგზავნა; წერილობითი განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები
საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; საქართველოს საგადასახადო ორგანოები; საქართველოს საგადასახადო ორგანოების ძირითადი ფუნქციები; საგადასახადო ორგანოების უფლებები; საგადასახადო ორგანოების ვალდებულებები; უფლებამოსილების დელეგირება; წლიური ანგარიში; საგადასახადო ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა; ინტერესთა კონფლიქტი.
7. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულების წესი
საგადასახადო ვალდებულება; გადასახადით დასაბეგრი მართლსაწინააღმდეგო შემოსავალი ან ოპერაცია; საგადასახადო ვალდებულების შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას; საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ ორგანიზაციის რეორგანიზაციისას; გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება; საგადასახადო პერიოდი; გადასახადისაგან გათავისუფლება და საგადასახადო შეღავათი; გადასახადის გადახდის ვადები; გადასახადების გადახდის წესი; გადასახადის თანხების დარიცხვა; გადასახადის გადახდის ადგილი; ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით; ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება; საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების აკუმულირება; ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების აღრიცხვა; გადასახადების მიხედვით დავალიანებათა დაფარვის წესი.
საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის ზოგადი პირობები;
საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის გამომრიცხველი გარემოებები; საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირები; გადავადების მოქმედების შეწყვეტა; ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.
8. ,,საგადასახადო მოთხოვნა”, ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” და მათი შესრულება
,,საგადასახადო მოთხოვნა”; ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” ,,საგადასახადო მოთხოვნისა” და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” შესრულება; ,,საგადასახადო მოთხოვნისა” და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” შეწყვეტა.
9. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა; ქონებაზე ყადაღის დადება; ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა; გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება; ცრუმაგიერი მფლობელობა; გადასახადის მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
10. გადასახადით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება
გადასახადით დასაბეგრი ობიექტის აღრიცხვა; ზოგიერთი სახის საქმიანობის აღრიცხვა; საგადასახადო დეკლარაცია; საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება; საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა.
11. საგადასახადო კონტროლი
საგადასახადო კონტროლის ზოგადი დებულებანი; საგადასახადო კონტროლის განხორციელება; გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვა; აღრიცხვაზე აყვანის (რეგისტრაციის) წესი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გადასახადის გადამხდე-ლისაგან ინფორმაციის მოთხოვნა; საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა; ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა; ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები; ქრონომეტრაჟის ჩატარების წესი; საქონლის/მომსახურების საკონრტოლო შესყიდვა; დათვალიერება; ინვენტარიზაცია.
საგადასახადო შემოწმების სახეები; კამერალური საგადასახადო შემოწმება; გასვლითი საგადასახადო შემოწმება; გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება; გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით საგადასახადო ორ-განოს თანამდებობის პირის დაშვება ტერიტორიაზე ან/და შენობა-ნაგებობებში; ექსპერტიზა; სპეციალისტის მოწვევა; საგადასახადო კონტროლის განხორციელებისას შედგენილი ოქმის ზოგადი მოთხოვნები; საგადასახადო შემოწმების აქტი; საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილების გამოტანა; საგადასახადო საიდუმლოება.
12. საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
საგადასახადო სამართალდარღვევის ცნება; პასუხისმგებლობის სუბიექტები და ზოგადი პრინციპები; საგადასახადო სანქცია; საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოება; საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების ან სხვა გადაწყვეტილების გასაჩივრება; საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა; საურავი.
13. საგადასახადო დავა
საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი და წესი; საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები; სადავო თანხის გადახდის ვადლებულების შეჩერება; “საგადასახადო მოთხოვნის” შესრულების უზრუნველოფა; საგადასახადო ორგანოს შესაგებელი; გადასახადის გადამხელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღების ან დადგენილ ვადაში მისი მიუღებლობის შემდეგ.
საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და მისი განხილვის ორგანოები; გადაწყვეტილების გასაჩივრება; საგადასახადო დავის განხილვა სასამართლოს მიერ.
14. საშემოსავლო და მოგების გადასახადები
გადასახადის გადამხდელი; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთი; გადასახადისაგან გათავისუფლება; ერთობლივი შემოსავალი; შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები; ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება; ზარალის გადატანა; უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა; საგადასახადო აღრიცხვის წესები; საგადასახადო წელი; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები; თანამფლობელობა; სასაქონლო-მატერიალური ფასეულო-ბების აღრიცხვის წესი; აქტივების ღირებულება; დეკლარაციის წარდგენა; გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი; გადასახადის მიმდინარე გადასახდელები.
15. დამატებული ღირებულების გადასახადი
დღგ-ის გადამხდელი; სავალდებულო რეგისტრაცია; ნებაყოფლობითი რეგისტრაცია; რეგისტრაციის გაუქმება; დაბეგვრის ობიექტი; დასაბეგრი ოპერაციის თანხა; დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება; დასაბეგრი იმპორტის თანხა; გადასახადისაგან გათავი-სუფლება; საქონლის ექსპორტის დაბეგვრა; საერთაშორისო გადაზიდვების დაბეგვრა; ტუროპერატორული მომსახურების გაწევის დაბეგვრა; ძირითადი საშუალებების სარემონტო მომსახურების დაბეგვრა; ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, წარმოებისა და მიწოდების დაბეგვრა; ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები. დასაბეგრი ოპერაციის დრო; საქონლის მიწოდების ადგილი; მომსახურების გაწევის ადგილი; უკუდაბეგვრა. იმპროტის დრო; შერეული ოპერაციები; აგენტის ოპერაციები.
დღგ-ის განაკვეთები; დღგ-ის ჩასათვლელი თანხა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; დეკლარაციის წარდგენა; დღგ-ის საანგარიშო პერიოდი; დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება გრანტებით შეძენილ საქონელზე.
16. აქციზი
აქციზის გადამხდელი; დაბეგვრის ობიექტი; დასაბეგრი ოპერაცია; დასაბეგრი ოპერაციის დრო; ექსპორტის დაბეგვრა; საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი; აქციზის გადახდის წესი; დეკლარაციის წარდგენა; აქციზისაგან გათავისუფლება; აქციზური მარკები; საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
17. სოციალური გადასახადი
გადასახადის გადამხდელი; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთი; გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის წესი; გადასახადისაგან გათავისუფლება.
18. ქონების გადასახადი
გადასახადის გადამხდელი; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის გამოანგარიშების წესი; გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი, გადასახადისაგან გათავისუფლება.
19. სათამაშო ბიზნესის გადასახადი
გადასახადის გადამხდელი; დაბეგვრის ობიექტი; ანგარიშგება და გადახდის წესი.
20. საქართველოს კანონი – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ”
კანონის მიზანი; მოსაკრებლის გადამხდელი; მოსაკრებლის ობიექტი; მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი; განსაკუთრებული შემთხვევები; მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება; პასუხისმგებლობა.
21. საქართველოს კანონი – ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ”
კანონის მიზანი; ამნისტიის მოქმედების წესი; დაფარული ქონება (შემოსავალი); არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი; დაფარული ქონების დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი.
22. საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა; ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი; საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება; გადასახადების დაწესებისა და გადახდის წესი; სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი.
23. სამოქალაქო სამართალი
პირები სამოქალაქო სამართალში; ფიზიკური პირები; უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა; პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად; პირის გამოც-ხადება გარდაცვლილად; გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შედეგები.
იურიდიული პირები; ცნება და სახეები; იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა; იურიდიული პირის ადგილსამყოფელი; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (კავშირები, ფონდები); საჯარო სამართლის იურიდიული პირები; სახელმწიფო რო-გორც იურიდიული პირი.
სახელშეკრულებო სამართალი; ხელშეკრულებათა სახეები; ნასყიდობის ხელშეკრულება; გაცვლის ხელშეკრულება; ჩუქების ხელშეკრულება; ქირავნობის ხელშეკრულება; ლიზინგის ხელშეკრულება; საშუამავლო ხელშეკრულება; საბანკო გარანტია.
მემკვიდრეობის სამართლის სუბიექტები; მემკვიდრეობის სამართლის ობიექტი; მემკვიდრეობა კანონით.
ქონების ცნება; მფლობელობა; საკუთრება; საჯარო რეესტრი.
24. საბაჟო სამართალი
საბაჟო რეჟიმები; საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); საქონლის რეიმპორტი; საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი; საქონლის დროებით შემოტანა და/ან გატანა; საქონლის ექსპორტი; საქონლის რეექსპოტი; საბაჟო გადასახდელების სახეები.
25. გაკოტრების სამართალი
გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლები; გადახდისუუნარობა; ზედავალიანება; გაკოტრების წარმოების ფორმალური წინაპირობა; გაკოტრების ტაბულა; გაკოტრების წარმოების ორგანოები; გაკოტრების საქმეთა განმხილველი სასამართლო; გაკოტრების მმართველი; გაკოტრების მასის ცნება; განაწილების წარმოება.
26. სამეწარმეო სამართალი
სამეწარმეო საქმიანობის ცნება; საწარმოს ცნება; ინდივიდუალური საწარმო; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; კომანდიტური საზოგადოება; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; სააქციო საზოგადოება; კოოპერატივი; რეგისტრაციის ცნება.
სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა; საწარმოთა რეგისტრაციის პირობები; ცვლილებების რეგისტრაცია; ხელახალი რეგისტრაცია; საზოგადოების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია; რეგისტრაციის გაუქმება.
ფილიალის ცნება; ფილიალის რეგისტრაცია.
27. სახელმწიფო სამართალი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება; გადასახადების და მოსაკრებლების დაწესებისა და შემოღების სამართლებრივი საფუძვლები; სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი.
სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები; ნორმატიული აქტის ცნება; საქართველოს ნორმატიული აქტები; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტები; ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა ნორმატიული აქტები; საქართველოს საკანონმდებლო აქტები, საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია; ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები; ნორმატიული აქტის მოქმედება დროში.
28. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
ბუღალტრული აღრიცხვის არსი და მნიშვნელობა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგუ-ლირებელი ნორმატიული აქტები; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო, აგრეთვე თვითრეგულირების ორგანოები და მათი უფლებამო-სილება.
ძირითადი დაშვებები ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით; ფინანსური ანგარიშგების ელემენტები; ბუღალტრული ბალანსის სტრუქტურა.
29. ადმინისტრაციული სამართალი და სისხლის სამართალი
ადმინისტრაციული ორგანო; მმართველობის ორგანოთა სისტემა და კლასიფიკაცია; სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ცნება; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეები და ფორმები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელების სახეები.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საჯარო სამსახური და სახელმწიფო მოხელე; სამსახურში მიღების კონკურსის წესი; საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
5. საქართველოს საბაჟო კოდექსი;
6 საქართველოს კანონი ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”;
7. საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ”;
8. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
9. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ”;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
11. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”;
12. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;
13. საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;
14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
15. საქართველოს კანონი ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ”;
16. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესა-ხებ”;
17. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”;
18. საქართველოს კანონი ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”;
19. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”;
20. საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”;
21. საქართველოს კანონი ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №982-სსმIII,№117,07.10.2005წ, მუხ.1294