სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.452
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 247
2004 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
`საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანება `ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე.”
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 40 დღის ვადაში.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
2 . ძალადაკარგულია -საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №1242-სსმIII,№169, 29.11.2007წ, მუხ.1880
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – „ინსპექცია”) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო”) სისტემის შიდა უწყებრივი კონტროლის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. ინსპექცია ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
3. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში.
4. ინსპექცია საქმიანობას წარმართავს კანონიერების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.
5. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. ინსპექციის ბიუჯეტი სამინისტროს ბიუჯეტში გამოიყოფა ცალკე მუხლად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, სამინისტროს დებულების და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 3. ინსპექციის ამოცანები
ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სამსახურებრივი მოკვლევა (დისციპლინური დევნა);
გ) სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის გამოყოფილი ფინანსების მიზნობრივი განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მდგომარეობაზე კონტროლის განხორციელება;
დ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით, კონტროლის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება;
ზ) სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) პროცესში მოპოვებული მასალების და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
თავი II. ინსპექციის უფლება-მოვალეობანი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 4. ინსპექციის უფლებამოსილება
1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექციას უფლება აქვს:
ა) მინისტრის დავალებით ან მასთან შეთანხმებით განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის შემოწმება;
ბ) მინისტრის დავალებით ან ინსპექციაში შემოსული შეტყობინების (განცხადების, ინფორმაციის) საფუძველზე აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა (დისციპლინური დევნა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე მოქალაქეთა და სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე;
გ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან შემოწმების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;
დ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას;
ე) მოითხოვოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა, საჯარო მოსამსახურეთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკ-ვლევის პროცესში და/ან მოიწვიოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები ან სხვა ექსპერტები საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით;
ვ) სამსახურებრივი მოკვლევისა და შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ – სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით;
ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
თ) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ;
ი) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ბაზის მიმდინარე მონიტორინგი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ამ ბაზიდან მიღებული ინფორმაცია;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ინსპექციაში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზის” სისტემა. ამ გზით შემოსულ შეტყობინებებს ინსპექცია განიხილავს არსებული კანონმდებლობის მიხედვით და ახდენს შესაბამის რეაგირებას. სამინისტროს სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები ვალ-დებულნი არიან უზრუნველყონ „ცხელი ხაზის” სისტემის არსებობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება მოქალაქეთა და იურიდიული პირების წარმომადგენლების მომსახურების ადგილებში სათანადო ცნობის გამოქვეყნებით.
3. სამინისტროს სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას ინსპექციას. ინსპექცია უზრუნველყოფს აღნიშნული მოსამსახურეების ანონიმურობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვით მოსამსახურე თანახმაა გამჟღავნდეს მისი ვინაობა, ან ანონიმურობის დაცვა შეუძლებელია კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
4. ინსპექციის მოსამსახურეები შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან სამინისტროს სისტემის ორგანოების (სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ტერიტორიული ორგანოები და საქვეუწყებო დაწესებულებები, მათ შორის ამ დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოები) განლაგების ადგილებში მოსამსახურის მოწმობის წარდგენისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 5. შემოწმების ჩატარების წესი
1. შემოწმება ტარდება მინისტრის დავალების ან მასთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შემოწმების დაწყების შესახებ ინსპექციის უფროსი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს (განკარგულებას).
2. განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.
3. შემოწმების განკარგულების პროექტსა და შემოწმების პროგრამას შეიმუშავებს ინსპექციის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის დასმული საკითხის გადაწყვეტა.
4. შემოწმების პროგრამა მტკიცდება ინსპექციის უფროსის მიერ და მასში აისახება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც შესწავლილი უნდა იქნეს შემოწმების განმავლობაში.
5. მიზანშეწონილობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შესამოწმებელ ობიექტზე შემოწმების ჯგუფის მივლინებით ან ინსპექციაში სათანადო საბუთების გამოთხოვითა და ახსნა-განმარტებისათვის შესაბამისი საჯარო მოსამ-სახურეების მოწვევით ან ორივე მეთოდის გამოყენებით.
6. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს წარუდგენს შესაბამის განკარგულებას და შემოწმების პროგრამას.
7.
ბ.ბ) წარმოდგენილი იქნება წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურათა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე); 14. დასკვნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შემოწმების ანგარიში. შემოწმების ანგარიშს თან უნდა დაერთოს მასზე გაკეთებული შენიშვნების განხილვის ცხრილი და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული სხდომის ოქმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 15. დასკვნას ხელს აწერს ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი. დასკვნაში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. 16. ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი ინსპექციის უფროსს წარუდგენს კურატორი ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ვიზირებულ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა თაობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 6. სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) ჩატარების წესი
1. მინისტრის დავალებით ან ინსპექციაში შემოსული შეტყობინების (განცხადების, ინფორმაციის) საფუძველზე სამსახურებრივი მოკვლევა (დისციპლინური დევნა) წარმოებს:
ბ) მოქალაქეთა და სამინისტროს სისტემის
ბ.ბ) წარმოდგენილი იქნება წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ და რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე. 7. ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით დასკვნა შეიძლება განხილულ იქნეს სხდომაზე, რომელზეც შეიძლება მოწვეულ იქნენ სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები. დასკვნის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში დასკვნას თან უნდა დაერთოს ამ პუნქტში მითითებული სხდომის ოქმი და სხდომაზე გაკეთებული შენიშვნების განხილვის ცხრილი. 8. დასკვნას ხელს აწერს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი და ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი პასუხისმგებელია დასკვნაში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე. 9. ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი ინსპექციის უფროსს წარუდგენს კურატორი ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ვიზირებულ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა თაობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 7. შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) შედეგების რეალიზაციის წესი
1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოებს და საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს დასკვნით, კანონმდებლობის დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა შეფარდებისა და აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის თაობაზე. 2. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 8. ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები
1. სამსახურებრივი მოკვლევის და/ან შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს აგრეთვე ცნობები სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებები, „ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები, ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამოკვლეული შესაბამისი ფაქტები და მინისტრის ცალკეული დავალებები.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 9. ინსპექციის ანგარიშვალდებულება
1. ინსპექცია წარუდგენს ანგარიშს მინისტრს მიმდინარე საქმიანობის შესახებ, მინისტრის მიერ დადგენილი პერიოდულობით. 2. ინსპექცია წარუდგენს მინისტრს შემაჯამებელ ანგარიშს კალენდარული ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. 3. მინისტრის დავალებით ჩატარებული შემოწმების ან მოკვლევის შედეგები ეცნობება მინისტრს დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
თავი III. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა
მუხლი 10. გენერალური ინსპექციის უფროსი.
ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 11. ინსპექციის უფროსი
1. ინსპექციის უფროსი:
გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წლის შედეგების მიხედვით წარუდგენს მინისტრს ანგარიშს, ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებს; ვ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას სხვა პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ზ) წინადადებით შედის მინისტრთან მიმდინარე შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის შეწყვეტის თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს; ლ) მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად, წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ; მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სხვა მოსამსახურეებს, თავისი მოადგილეებისა და ინსპექციის სამმართველოს უფროსების გარდა; პ) კანონით დადგენილი წესით წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ინსპექციის მოსამსახურეების პასუხისმგებლობას; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 12. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) ეცნობა სამმართველოების მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში, თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
გ) უზრუნელყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და ინსპექციის სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; 2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
3. ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
4. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 13. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს უფროსი: ა) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოს საქმიანობაზე; ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; გ) ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმე-ბის და სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ; დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ვ) შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას; ზ) ეცნობა სამმართველოს პასუხისმგებელი მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ შემოწმების ანგარიშს, აკეთებს ვიზირებას და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე შედგენილ დასკვნასა და მოხსენებით ბარათს წარუდგენს ინსპექციის უფროსს; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) აკონტროლებს შემოწმებებისა და მოკვლევის მიმდინარეობის მდგომარეობას. კვირაში ერთხელ ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების, მოკვლევის და სხვა დავალებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ; კ) ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 2. სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობას განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი. 3. შემოწმების პერიოდში, სამმართველოს უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება ინსპექციის უფროსთან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
თავი IV. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ფუნქციები
მუხლი 14. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები
ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა. აუდიტისა და მოკვლევის სამმართველო;
ბ. სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ. ადმინისტრაციული სამმართველო;
მუხლი 15. აუდიტისა და მოკვლევის სამმართველო
აუდიტისა და მოკვლევის სამმართველო:
ა.
მინისტრისა და ინსპექციის უფროსის დავალების საფუძველზე ატარებს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის შემოწმებას და სამართალდარღვევის შემთხვევაში ახორციელებს დისციპლინურ დევნას.”
გ. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს შემოწმებებისა და სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობ მიზეზებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 16. სპეციალურ დავალებათა სამმართველო
სპეციალურ დავალებათა სამმართველო:
ა.
სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კონტროლისა
ბ.
სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის რთული სპეციფიკის
გ. შემოწმებების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სამართალდარღვევათა გამომწვევ მიზეზებს და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სათანადო წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის.
დ. ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
ე. იხილავს მისი კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციას .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 17. ადმინისტრაციული სამმართველო ადმინისტრაციული სამმართველო: ა) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვე-დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ბ) უზრუნველყოფს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზაციას, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმის წარმოებას; გ) უზრუნველყოფს ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირების ორგანიზაციას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; დ) უზრუნველყოფს ინსპექციის კომპიუტერიზაციას, ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, სამეურნეო საქმიანობის წარმართვას; ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებების, „ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებების, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებების (დადგენილებები), სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების
ვ)საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
მუხლი 18. საგანგებო ერთობლივი ჯგუფი
1. განსაკუთრებით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით გენერალური ინსპექციის უფროსს შეუძლია შექმნას საგანგებო ერთობლივი ჯგუფი.
2. საგანგებო ერთობლივი ჯგუფის ხელმძღვანელს ნიშნავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
3. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს მიმართოს მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს საგანგებო ერთობლივ ჯგუფში სამინისტროს სისტემის სხვა საჯარო მოსამსახურეების შეყვანის თაობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №659-სსმIII,№111, 07.10.2004წ, მუხ.979
თავი V. დასკვნითი დებულებები
მუხლი 19. ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.