საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21. 11. 1997) 64-ე მუხლსა და 89-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 30 სექტემბერი.
№1610-Iს