„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1604
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-10-26
სარეგისტრაციო კოდი
340.050.000.05.001.000.423
„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30. 06. 1998 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პრეამბულას დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი აბზაცი:

„საქართველო განეკუთვნება ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას,“ ხოლო მეორე აბზაცში სიტყვის „მევენახეობა-მეღვინეობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის“.

2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „სპირტშემცველობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „არ“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

№1604-Iს

კრებსითი — სრული ვერსია