,,ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის რეალობის დადგენისა და თანხების დაბრუნების რიგითობის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-25
სარეგისტრაციო კოდი
200250000.11.117.005999
,,ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის რეალობის დადგენისა და თანხების დაბრუნების რიგითობის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.999

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №390

2003 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის რეალობის დადგენისა და თანხების დაბრუნების რიგითობის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის №347 ბრძანებულებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის რეალობისა და დაბრუნების რიგითობის დადგენის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია “ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის რეალობის დადგენისა და თანხების დაბრუნების რიგითობის წესის შესახებ” თანახმად დანართისა.

2. საგადასახადო დეპარტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) და საბაჟო დეპარტამენტმა (დ. თარხან-მოურავი) უზრუნველყონ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმე-ტად გადახდილი თანხების რეალობისა და რიგითობის დადგენა აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

მ. გოგიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006  წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1823 – სსმIII,№174,26.12.2006წ., მუხ.2362

დანართი

ინსტრუქცია

ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის რეალობის დადგენისა და თანხების დაბრუნების რიგითობის წესის შესახებ

1. ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის წარმოშობისა და გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის რეალობას ამოწმებს გადამხდელის ადგილმდებარეობის საოლქო საგადასახადო ინსპექცია და/ან შესაბამისი რეგიონალური საბაჟო ორგანო. აღნიშნული რეალობის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი სოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი და/ან რეგიონალური საბაჟოს უფროსი.

2. საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსისა და/ან რეგიონალური საბაჟოს უფროსის მიერ ხელმოწერილ და დამოწმებულ ცნობას გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათებიდან ამონაწერის შესახებ ამ ინსტრუქციის დანართის მიხედვით, ამტკიცებს შესაბამისად საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე და/ან საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე და წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილ სათანადო კომისიას, რომელიც იხილავს აღნიშნულ ცნობას და იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-3 პუნქტში მოცემული რიგითობის შესაბამისად გადამხდელისათვის ზედმეტად დარიცხული დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ.

3. ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე და 240-ე მუხლებისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის და “დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ინსტრუქციის შესაბამისად, აგრეთვე “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის №347 ბრძანებულებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შემდეგი რიგითობის დაცვით:

ა) დასაბეგრი ბრუნვის არანაკლებ 25%-ის ექსპორტის შემთხვევაში ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის შედეგად წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხები;

ბ) საქონლის ექსპორტის ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციების შედეგად წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხები;

გ) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის წარმოშობის ხანდაზმულობის მიხედვით;

დ) საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადამხდელისათვის დარიცხული და ბიუჯეტში ჩარიცხული დღგ-ის თანხები;

ე) საგადასახადო ვალდებულებათა დაფარვის ანგარიშში ამ პუნქტის ”ა”_“დ” ქვეპუნქტებში მოცემული შემთხვევების გარდა წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა.

დანართი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

2003 წლის 05. 08 №390

ბრძანებით დამტკიცებული

ინსტრუქციისა

ცნობა

ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებისათვის გადამხდელის პირადი ბარათებიდან ამონაწერების შესახებ 200. . .წლის . . . . . . .მდგომარეობით

 

კრებსითი — სრული ვერსია