ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 27 მაისი
დაბა ხულო
„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის № 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის № 9 დადგენილებაში (სსმ, 11.02.2011) შევიდეს ცვლილება:
1. ამოღებულ იქნე ს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ ა.ვ“ ქვეპუნქტი.
2. ამოღებულ იქნე ს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ გ.გ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე