“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1596
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.000.419
“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

"4. პარლამენტში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტს უფლება აქვს დაესწროს პარლამენტის სხდომებს სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის განკუთვნილ ადგილებზე", ხოლო მე-4-7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5-8 პუნქტებად.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                                        გ. კობახიძე

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

№1596 – Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია