“საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1593
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010.190.060.05.001.000.417
“საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „აქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების), ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) განხილვის დროს კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს პარლამენტში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტს. მას კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება“, ხოლო მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-6 პუნქტად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

№1593–Iს

კრებსითი — სრული ვერსია