„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-02
სარეგისტრაციო კოდი
040.120.000.05.001.001.475
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.11) 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ამ კანონში შესატანი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებმა შეაჩერონ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა, აგრეთვე შეჩერდეს სააღსრულებო მოქმედებები და საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 18 მაისი.

№53–Iს

კრებსითი — სრული ვერსია