„საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე" ტარიფების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
1999-11-02
გამოქვეყნების თარიღი
1999-11-10
სარეგისტრაციო კოდი
000000180.01(2).003.000923
„საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე" ტარიფების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი        180.012.003.923

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №85

1999 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

"საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე" ტარიფების შესახებ

საქართველოს კანონის "ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" მე-7 და მე-10 მუხლების და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანების "იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება" შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს "საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე" ტარიფები დანართის თანახმად.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი

 

                                                                              დანართი

 

"საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე"

ტარიფები

 

საჰაერო ხომალდის                                ფრენის ყოველ 100 კმ-ზე

მაქსიმალური ასაფრენი

მასა

 

50 ტონამდე                                                          35 აშშ დოლარი

50,1 -დან 100 ტონამდე                           47 აშშ დოლარი

100,1-დან 200 ტონამდე                          59 აშშ დოლარი

200,1-დან 300 ტონამდე                          61 აშშ დოლარი

300,1-დან 400 ტონამდე                          62 აშშ დოლარი

400 ტონაზე მეტი                                     64 აშშ დოლარი

 

საქართველოს ტერიტორიაზე გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში – ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით.

კრებსითი — სრული ვერსია