საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი
2003-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-18
სარეგისტრაციო კოდი
300380000.16(0).110.005897
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.161.0111.005.897

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №9

2003 წლის 18 ივნისი

ქ.თბილისი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13(20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წლის №45, მუხლი №423) ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების მე-2 მუხლს „დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება“ დაემატოს თ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) სასაქონლო ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი – სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი, რომელიც ექვემდებარება განაწილებას ხელშეკრულების თანახმად;“ და

შესაბამისად, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ბ) ინვესტორის მიერ სასაქონლო ნავთობის ყოველ ტონაზე ან/და ბუნებრივი გაზის ყოველ მეტრიკულ ტონაზე 0,5 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   გ. ითონიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია