საბანკო და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ლიცენზიების ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
262
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1999-10-26
გამოქვეყნების თარიღი
1999-11-10
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(0).003.000918
საბანკო და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ლიცენზიების ფორმების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      090.010.003.918

საქართველოს ეროვნული ბანკი

ბრძანება №262

1999 წლის 26 ოქტომბერი

ქ.თბილისი

საბანკო და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ლიცენზიების ფორმების დამტკიცების შესახებ

"სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საბანკო ლიცენზიის თანდართული ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ლიცენზიის თანდართული ფორმა (დანართი №2).

3. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და "ნაღდი ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოებაზე" ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირები, რომლებისთვისაც გაცემულია ძველი ტიპის ლიცენზიები, ვალდებული არიან მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან 2000 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის ახალი ფორმების მისაღებად.

ი. მანაგაძე

          

დანართი №1

 

საქართველოს ეროვნული ბანკი

 

საბანკო ლიცენზია №

 

საბანკო ლიცენზიის მფლობელი ___________________________________________________

_________________________________________________________________________________

 

საბანკო ლიცენზიის მფლობელის ადგილმდებარეობა ________________________________

_________________________________________________________________________________

 

საბანკო ლიცენზიის გაცემის თარიღი _____________________________________________

 

საბანკო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად განახორციელოს საბანკო საქმიანობა როგორც საქართველოს ეროვნული ვალუტით, ისე უცხოური ვალუტით.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

                                           ......        ........................      წელი

                                                            ქ. თბილისი

 

                                                                                     დანართი №2

 

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის

ლ ი ც ე ნ ზ ი ა  №

 

ლიცენზიის მფლობელი ________________________________________________________

_________________________________________________________________________________

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ადგილმდებარეობა __________________________

 

_________________________________________________________________________________

 

ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად განახორციელოს ნაღდი ვალუტის გაცვლითი ოპერაციები.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

                                                     ......      ........................  წელი

                                                                   ქ. თბილისი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია