სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
334
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-05
სარეგისტრაციო კოდი
190040000.11.117.005904
სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.904

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №334

2003 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს 2002 წლიs 14 მაისის №1426-რს კანონის მე-8 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

I. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნeს სამოქმედოდ:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);

2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №2);

3. საბაჟო ბროკერის საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №3);

4. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №4).

II. გაუქმებულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ოქტომბრის №209 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბ აჟ ო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟ ი მებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესი” და 1999 წლის 6 დეკემბრის №235 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობის შესახებ” დებულება .

III. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს;

IV. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის ბრძანანება №569-სსმIII, №78,12.06.2006წ.,მუხ.1022

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია