,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1199
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-29
სარეგისტრაციო კოდი
100110000.11.106.006708
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.708

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1199

2004 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტისა და 141 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე,  05.08.03, №81) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებაში” (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამმართველო კოორდინაციას უწევს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის განყოფილებებს.”

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. ქ. ბათუმის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა აჭარის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია.”;

გ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ქ. თბილისის განყოფილება შედგება სამი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან, ქ. ქუთაისის განყოფილება – ორი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან, ქ. ბათუმის განყოფილება – ერთი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია