საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №22 „ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2000-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-18
სარეგისტრაციო კოდი
000000180.01(2).004.000196
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №22 „ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.196

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

      ბრძანება №22                

2000 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ"

„ფასებსა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის №34 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ" დებულების აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

დამტკიცდეს ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფი 420 ლარის ოდენობით.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია