საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ოქმის“ რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ბაქოს 2011 წლის 18 მაისის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ოქმი“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2011 წლის 31 მაისი.
№4722-Iს