„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3405
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-04
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.001.465
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №9(626), ივლისი, 1993 წ., მუხ.187) პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების შექმნა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა, რომლის ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 თებერვალი.

№3405-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია