საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
298
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.007079
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.007.079

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №298

2005 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №104 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №55, მუხ. 518).

3. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 აპრილის ბრძანება №128 - სსმIII, №63, 24.04.2008წ., მუხ.714

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა

გამოსახულება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემას, რომელიც მოთავსებულია ფარში. იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს ფარის ლურჯ ფონზე მარჯვენა მხრიდან ანარეკლი მართლმსაჯულების მითოლოგიური ქალღმერთის – თემიდას თეთრ გამოსახულებას, რომელსაც უჭირავს ზეაღმართული სასწორი, ანუ სამართლისა და სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო.

კრებსითი — სრული ვერსია