„ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ“ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
1999-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2000-01-04
სარეგისტრაციო კოდი
000000120.01(3).004.000011
„ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ“ სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი               120.013.004.011

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

თავმჯდომარის დადგენილება №9

1999 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ” სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სემეკ-ის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებაში ,,ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ” შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში მაშავერაჰესის საბითუმო ტარიფი ნაცვლად 3.0-ისა განისაზღვროს 5.0. ამავე ქვეპუნქტში ჰიდროსადგურების ჩამონათვალს დაემატოს ინწობაჰესი, ყაზბეგიჰესი, ზვარეთიჰესი, კეხვიჰესი და მათი ტარიფი განისაზღვროს (თეთრი/კვტსთ):

ინწობაჰესი – 6.2

ყაზბეგიჰესი – 3.0

ზვარეთიჰესი – 3.0

კეხვიჰესი – 3.0

2. დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” ქვეპუნქტი:

,,დ”. ჩითახევჰესის, საცხენიჰესის, ჟინვალჰესის, ხრამი I-ის, ხრამი II-ის, ორთაჭალჰესისა და ზაჰესის მიერ სს ,,ეი-ი-ეს თელასთან” ელექტროენერგიის შეს-ყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწი-ნებულ მოცულობაზე მათი დადების დღიდან ელექტროენერგიის საბითუმო ტარიფი განისაზღვროს (თეთრი/კვტსთ):

ჩითახევჰესი – 1.8

საცხენიჰესი – 2.4

ჟინვალჰესი – 1.8

ხრამჰესი I – 1.35

ხრამჰესი II – 1.35

ზაჰესი – 1.7

ორთაჭალჰესი – 2.9, 2000 წლის 1 იანვრიდან – 3.0.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.

ელ. ერისთავი

კრებსითი — სრული ვერსია