საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქციზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-20
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.007058
საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქციზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.007.058

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №58

2005 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქციზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური საქონლის გადაადგილება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში დაშვებული იქნეს შემდეგი საბაჟო-გამშვები პუნქტების და საბაჟო საგუშაგოების მიმართულებით:

ა) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი”;

ბ) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი”;

გ) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სადახლო”;

დ) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,გარდაბანი”;

ე) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფი”;

ვ) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ვალე”;

ზ) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ფოთის პორტი”;

თ) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ბათუმის პორტი”;

ი) საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტი”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – ფინანსთა მინისტრის 2006  წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1761 –-სსმIII, №172, 22.12.2006წ., მუხ.2327

კრებსითი — სრული ვერსია