საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3399
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-09
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.463
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ.166) 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებზე, რომლებიც ეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავით გათვალისწინებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მიხეილ სააკაშვილი.

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი

№3399–IIს

კრებსითი — სრული ვერსია