საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2000-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2000-11-09
სარეგისტრაციო კოდი
120240020.11.117.004488
საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.11.007.004.488

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №106/46

2000 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების დარეგულირების მიზნით, ვბრძანებთ:

1. საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამზედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისათვის – 63.4 ლარი;

ბ) კურსანტებისათვის – 66.5 ლარი;

გ) ოფიცრებისა და ზემდეგებისათვის – 59.0 ლარი;

დ) მფინავი შემადგენლობისათვის – 121.4 ლარი;

ე) მეზღვაურებისათვის – 70.0 ლარი;

ვ) წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილებისათვის – 23.5 ლარი;

ზ) სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობისას – 62.0 ლარი.

2. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების 1996 წლის 12 ივლისის №178/02 ბრძანება.

ზ. ნოღაიდელი

ი. ჩხარტიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია