საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3385
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-04
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.001.458
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.86) 146-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 146. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა მოკვლევის ორგანო

ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა მოკვლევის ორგანოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მოკვლევის ორგანო.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 თებერვალი.

№3385-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია