თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს
დადგენილება №10/49
2011 წლის 30 მაისი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/24 დადგენილებაში, (სსმ, 12.04.2011) კერძოდ:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე