„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10/47
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2011-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016089
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/47

2011 წლის 30 მაისი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში (სსმ, 10.01.2011წ.) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:

1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. სამსახური ამზადებს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას; სამსახურის უფროსს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მითითებებისა და დადგენილებების პროექტებს.“;

2. 81 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                    ი. საღინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია