საარჩევნო კომისების მუშაობის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51/1999
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
1999-08-25
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-02
სარეგისტრაციო კოდი
000000010.00(8).003.000801
საარჩევნო კომისების მუშაობის წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                                                                                                010.008.003.801

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №51/1999

1999 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საარჩევნო კომისების მუშაობის წესის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიებში სამუშაო დრო განისაზღვროს ყოველდღე, გარდა კვირისა, 1000 საათიდან 1800 საათამდე, შესვენება 1300  საათიდან 1430 საათამდე.

2. კომისიებში ყოველგვარი განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება განხორციელდეს ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დროში.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1995 წლის 3 სექტემბრიდან №2 დადგენილება "საარჩევნო კომისიის მუშაობის წესის შესახებ".

თავმჯდომარის მოადგილე                                                                   გ. ზესაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია