სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
894
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-31
სარეგისტრაციო კოდი
200110010.22.033.006974
სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.006.974

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №894

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის  შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, 280-ე მუხლის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის ფორმა.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ნოღაიდელი

სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსების წესი

პირველ სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშების დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ გათამაშების მომწყობი პირი ერთდროულად ორგანიზებას უკეთებს რამდენიმე წამახალისებელ გათამაშებას, დეკლარაციაში უნდა აისახოს თითოეული წამახალისებელი გათამაშება ცალ-ცალკე. ამავე სვეტში შეიტანება ლატარიის დასახელებაც.

მე-2 სვეტში ანალოგიური წესით შეიტანება წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების), ლატარიის (ლატარიების) საპრიზო ფონდების ოდენობა (ლარებში).

მე-3 სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების) ლატარიის (ლატარიების) გათამაშების პერიოდის დასასრული.

მე-4 სვეტში ჩანაწერს აკეთებს მხოლოდ წამახალისებელი თამაშების მომწყობი პირი. კერძოდ, შეიტანება მონაცემები საანგარიშო თვეში გათამაშებული საპრიზო ფონდის შესახებ. ლატარიის მომწყობი ამ სვეტში აღნიშნავს ,,X”.

მე-5 სვეტს ავსებს მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი და უთითებს გაუთამაშებელი საპრიზო ფონდის დარჩენილ თანხას. ლატარიის მომწყობი მოცემულ სვეტში აღნიშნავს ,,X”.

მე-6 სვეტი ივსება მხოლოდ ლატარიის მომწყობი პირების მიერ და მასში იწერება საანგარიშო თვეში ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების რაოდენობა (ლარებში). წამახალისებელი თამაშების მომწყობი მოცემულ სვეტში აღნიშნავს ,,X”.

მე-7 სვეტში ჩაიწერება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი განაკვეთები.

მე-8 სვეტში შეიტანება გადასახადის თანხა (ოდენობა) ლარებში.

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია