სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.793
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №22/1999
1999 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერა, თუ:
ა) სახელი და გვარი არასრულადაა მოცემული;
ბ) 1981 წელს დაბადებულ პირს მითითებული არ აქვს დაბადების თვე და რიცხვი;
გ) მითითებული არ არის საქართველოს პირადობის მოწმობის ან პირადი ნომერი, ანდა საქართველოს ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის ნომერი;
დ) სრულად არ არის მითითებული მისამართი;
ე) ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიების ფორმათა წარმოდგენის იმ ვადას, რომელიც განსაზღვრულია "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით;
ვ) აკლია მხარდამჭერის ხელმოწერა;
ზ) არ არის ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სრული მონაცემი.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე