,,ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” მოწყობის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის #2-23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
6-29
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-01
სარეგისტრაციო კოდი
010250050.36.101.016043
,,ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” მოწყობის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის #2-23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 6-29

2011 წლის 2 7 მაისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” მოწყობის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №2-23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: ,,ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” მოწყობის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №2-23 გადაწყვეტილებაში (საქართველოს რესპუბლიკა , 14.03.2007 , №47) შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და პირველი პუნქტის :

ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ყოველ წელიწადს კონკურსის მოწყობამდე, შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი (ჟიური) 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც გაუქმდება ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლოს და შეაფასოს სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ნომინაციაზე წარსადგენად წარმოდგენილი წლის საუკეთესო კინოსცენარი და ასევე გამომცემელთა მიერ, წარმოდგენილი პროდუქცია (წიგნები, კრებულები და ა.შ.). აღნიშნული პროდუქციის გადაცემას სამუშაო ჯგუფისთვის, უზრუნველყოფს ქ. თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისია (შემდგომში – კომისია)”;

ბ) ,,დ ” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამუშაო ჯგუფმა გამოავლინოს ერთი გამარჯვებული თითოეულ ნომინაციაში:

დ.ა) წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი;

დ.ბ) წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი;

დ.გ) წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისთვის;

დ.დ) წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა;

დ.ე) წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი;

დ.ვ) წლის საუკეთესო წიგნი;

დ.ზ) წლის საუკეთესო კინოსცენარი”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ზ. სამადაშვილი                                                   

კრებსითი — სრული ვერსია