,,ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
6-28
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-03
სარეგისტრაციო კოდი
010220020.36.101.016047
,,ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №6-28

2011 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ,,ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8-51 გადაწყვეტილებაში (სსმ III, 14.07.2010 წ., № 85 მუხ. 1243) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:

ა) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დებულება“

ბ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას.“

გ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნე ს.“

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ზ. სამადაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია