„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
6-26
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-03
სარეგისტრაციო კოდი
010260030.36.101.016045
„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №6-26

2011 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით (საქართველოს რესპუბლიკა , 25.10.2006 წ., №209) დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მთავრობა შედგება: მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე -მერის), მერის მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებისგან. თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.’’ .

2. გადაწყვეტილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ზ.  სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია