ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016043
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 23 მაისი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში (სსმ V, 18.08.2010 წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახანძრო -სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;

გ) ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟინის დაწესება;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

ე) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის შექმნა.

ვ) სახანძრო -სამაშველო სამსახურის შემადგენლობა:

ვ.ა) სამსახურის უფროსი;

ვ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;

ზ) სამსახურის უფროსისა და სხვა საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ა. მამეშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია