„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-26/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016074
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის

ბრძანება №01-26/ნ

2011 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის  №190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის  №190/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ. №90, მუხ. 963) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ო2“ ქვეპუნქტი:

„ო2) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების მიღება (ანკეტირება),  ვეტერანთა უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.

ა. ურუშაძე

კრებსითი — სრული ვერსია