(ძალადაკარგულია - 20.05.2016 წ. №68)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №91
2011 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის № 8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ თ’’ და „კ’’ ქვეპუნქტების, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის № 137 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.
1. (ამოღებულია - 28.05.14 №106) .
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.
2. დამტკიცდეს სამინისტროს სისტემის სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების თანდართული წესი.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
სამინისტროს სისტემის სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
წინამდებარე სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამკერდე ნიშნის, მედალიონის და მედლის სახეებს სტატუსს და მათი გადაცემის წესს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.
მუხლი 2.
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სამინისტროს სისტემის თანამშრომელს შეიძლება გადაეცეს სამკერდე ნიშანი, მედალიონი ან მედალი.
2. სამინისტროს სისტემის თანამშრომელს კონკრეტული დამსახურებისათვის გადაეცემა ერთი სახის ჯილდო.
თავი II
სამინისტროს სისტემის სამკერდე ნიშნით , მედალიონითა და მედლით დაჯილდოებისა და ტარების წესი
მუხლი 3.
1. სამინისტროს სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად, წარმატებულად და კეთილსინდისიერად ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.
2. სამინისტროს სამკერდე ნიშნით აგრეთვე ჯილდოვდებიან სამინისტროს ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერი შესრულებით.
მუხლი 4.
სამინისტროს მედალიონით ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის.
მუხლი 5.
სამინისტროს მედლით ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში.
მუხლი 6.
1. სამინისტოს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.
2. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი.
3. დაჯილდოებული სამკერდე ნიშანსა და მედალს ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს.
4. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის წარდგენა სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედლის და მედალიონის მისაღებად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7.
1. სამკერდე ნიშნით , მედალიონითა და მედლით დაჯილდოება ხდება მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
11. სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
2. ჯილდოს ჩამორთმევა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო შესაძლებელია მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ჯილდო და სპეციალური მოწმობა დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ სამახსოვროდ რჩება მის ოჯახს.
4. გარდაცვალების შემდეგ ჯილდოს მინიჭების შემთხვევაში, ჯილდო და დაჯილდოების ფურცელი გადაეცემა მის ოჯახს.
5. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამინისტროს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 30.05.2014 წ.
მუხლი 8.
სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მათი ასლის გაცემა.