„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3333
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-02
სარეგისტრაციო კოდი
110.070.000.05.001.001.449
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონი

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-8 მუხლი ამოქმედდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. აღნიშნული მუხლის ამოქმედებამდე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი.

№3333–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია