,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
286
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-27
სარეგისტრაციო კოდი
480070000.08.002.016239
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №28 6

2011 წლის 2 7 მაისი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III , 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომ ა დგენლობების ნუსხას (დანართი №1) 50-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51- ე - 55-ე პუნქტები:

,,51. საქართველოს საელჩო ირლანდიაში.

52. საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში.

53. საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში.

54. საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში.

55. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO).”;

ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხიდან, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართ ი №2) ამოღებულ იქნეს:

ბ.ა) მე-4 პუნქტი;

ბ.ბ) მე-15 პუნქტი;

ბ.გ) მე-18 პუნქტი;

ბ.დ) 23-ე პუნქტი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ .  სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია