მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-02
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.153.016066
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №38

2011 წლის 23 მაისი

ქ.მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60, 204-ე და 206-ე მუხლების , „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №31 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

  1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გდასახადის განაკვეთების ცხრილში ნაცვლად სიტყვებისა ,,ბუნებრივი რესურსები“ ჩაიწეროს ,,ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთათვის 1 ჰა“.

    მუხლი 2

დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქონების გადასახადთან  დაკავშირებით დაწესებულ შეღავათების განაკვეთების ცხრილში ნაცვლად სიტყვებისა ,,ბუნებრივი რესურსები“ ჩაიწეროს ,,ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთათვის 1 ჰა“ .

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      ა. კალანდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია