ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 20 მაისი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 09.03.2011) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე