„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3307
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-09
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.444
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ.29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში.“.

2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) შეაქვს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20I მუხლი:

     „მუხლი 201. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე

პროკურორი ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში აღძრავს სარჩელს უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.“.

4. კანონიდან ამოღებულ იქნეს 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი.

№3307–IIს

კრებსითი — სრული ვერსია