,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-25
სარეგისტრაციო კოდი
120260000.35.115.016049
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №25

2011 წლის  6  მაისი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები ,, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ( www. matsne. gov.ge  20.01.2011 ) :

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულებ ის  დამტკიცების შესახებ”

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის  თანახმად: 

3.  დებულების მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი , იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას შეუსრულდა 17 წელი. “

4. დებულების მე-2 მუხლში ამოღებულ იქნეს ,, ბ ” ქვეპუნქტი .

5. დებულების მე-3 მუხლში ამოღებულ იქნ ე ს ,,ბ” ქვეპუნქტი.

მუხლი 2.   ბათილად იქნეს ცნობილი ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №03 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №05 დადგენილება.

მუხლი 3.   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე              ვ. ქურასბედიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია