ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 24
2011 წლის 6 მაისი
დ. ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
I. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
2. დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. ბათილია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.