„ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-25
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.115.016046
„ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 6 მაისი

დაბა ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №19 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 5 მარტის №04 დადგენილება;”;

ბ) დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ვ. ქურასბედიანი

 

დანართი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN­=IMG X ITL X C X K

 

სადაც :

ა) CN არის 1 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ/მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 40-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,28

1

0,24

40

2,688

 

3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,0752 ლარს.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 0,8064 ლარს.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,613 ლარს.

 

კრებსითი — სრული ვერსია