"ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექნმისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკმებრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12.03.467
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-23
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016058
"ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექნმისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკმებრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ  თბილისის  მთავრობის              

დადგენილება № 12.0 3 .46 7

2011 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის  არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”             ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში (გაზეთი ,,24 საათი’’ 30.12.2008 წ. , №293) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების ( დებულების) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები :

,,5. სამსახური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნე ბული ფუნქციები , გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე.

6. ამ წესდების (დებულების) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად სამსახურს აქვს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, გუდაურის სარეკრ ეაციო ტერიტორიაზე გამოცემულ ადმინისტ რაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის, შეცდომების გასწორების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადებისა და არარად აღიარების უფლებამოსილება.’’.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე -მერი)                                                                     დ . ნინიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია