საქართველოს მთავრობის
დადგენილება №104
2005 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის 2003 წლის 25 თებერვლის №44 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტი) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის 2003 წლის 25 თებერვლის №44 ბრძანება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი