"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
4568-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-18
სარეგისტრაციო კოდი
010250000.04.001.016017
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 2, 09.01.2006, მუხ. 12) 652   მუხლი ს მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ახალგორის, ერედვის, ქურთის , თიღვის ა და აჟარის თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად არიან განსახლებული იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის, ერედვის, ქურთის , თიღვის ა და აჟარის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებისადმი დაქვემდებარებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე. “ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 3 მაისი .

№4568–Iს

 

      

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია